Saturday, July 12, 2014

პროექტი


  1. 1.პროექტის სახელწოდება:არსებობს თუ არა ბუნებაში ყველაზე ჯანსაღი საკვები(superfood)

  1. პროექტის მთავარი იდეა: გამოავლინონ ბუნებაში არსებობს თუ არა ყველაზე ჯანსაღი საკვები და მოახდენს თუ არა დადებით ზეგავლენას მათი ხშირი მიღება ადამიანის ჯანმრთელობაზე
  2. პროექტის აქტუალობა:მოცემული სასწავლო პროექტი აქტუალურია დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე,მოსწავლეები აცნობიერებენ ცნებას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ,როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა იმისათვის,რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავისი სიცოცხლის მანძილზე.მათ ექმნებათ სრული წარმოდგენა ცილების, ცხიმების,ნახშირწყლების,მინერალური მარილების,ვიტამინების შესახებ.ისინი მოიძიებენ ინფორმაციას ყოველმხრივ დადებით და ჯანსაღ საკვებზე,შეძლებენ დაადგინონ თითოეული ადამიანისათვის შესაბამისი ჯანსაღი კვების დიეტა(რაციონი).კვლევის პროცესში შეძლებენ დაადგინონ ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი(მაგ.   ხილი,ბოსტნეული,თაფლი,რძე,თევზი და ა.შ),მიღებული ცოდნის საფუძველზე განსაზღვრავენ სწორ ორიენტირებს,თუ როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა,როგორი დიეტაა მისთვის მისაღები,იკვებოს მხოლოდ ხილით და ბოსტნეულით,რომელიც ითვლება ყველაზე ჯანსაღ პროდუქტად,თუ ჰქონდეს დაბალანსებული დიეტა ანუ ჭამოს ყველაფერი ცოტა-ცოტა და არა მხოლოდ ერთი ან ორი სახეობის ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი(superfood)
  3. პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეისწავლიან ყველაფერს,რაც დაკავშირებულია ჯანსაღ კვებასთან,საკვებში შემავალი კომპონენტების ქიმიურ შემადგენლობასთან,მათ ზეგავლენას ორგანიზმში მიმდინარე ცხოველქმედების პროცესებთან.მათ განუვითარდებათ დამოუკიდებელი სააზროვნო უნარები,შეძლებენ დაადგინონ კავშირები მეცნიერების სხვადასხვა სფეროსთან და მოახდინონ მიღებული ცოდნის ინტეგრირება.განავითარებენ პრაქტიკულ,შემოქმედებით,თანამშრომლობით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს,შექმნიან მულტიმედიურ პრეზენტაციას მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე,ატვირთავენ ვიდეო რგოლს(ისტ-ის საშუალებით შედეგების მიღწევა გაადვილებულია).ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერაქციაში მონაწილეობა,ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.შეუძლიათ მისთვის ნაცნობ თემაზე საუბარი
  4. მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
  5. ვადები/ხანგძლივობა 1 თვე
  6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;გამოუშვებენ კედლის გაზეთს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე,მოაწყობენ გამოფენას აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნახატებისას
  7. როექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნი,ინტერნეტი,youtube,პროექტორი,სახატავი ფურცლები,საღებავები, ფლომასტერები
  8. პროექტის მსვლელობა:ინფორმაციის მოძიება,ცხრილებში შეტანა,ნახატების შექმნა,ინტერაქცია,დისკუსია,ჯგუფური მუშაობა,ვიდეო რგოლის ატვირთვა და ჩვენება,შეფასება,იხ.შეფასების რუბრიკა
  9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები ადგენენ მცენარეულ და ცხოველურ საკვებს.მცენარეების შესწავლის საფუზველზე მსჯელობენ ფესვის,ღეროს, ფოთლის,ყვავილის, ნაყოფის კვებით მნიშვნელობაზე აყალიბებენ აზრს ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ(ბიოლოგია).მსჯელობენ საკვები პროდუქტების ქიმიურ შემადგენლობაზე და მათ კვებით ღირებულებაზე(ქიმია),მოიპოვებენ რაც შეიძლება მეტი საკვები პროდუქტების დასახელებას ინგლისურ ენაზე,ატვირთავენ ვიდეოს და თარგმნიან,იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,ადგენენ ლექსიკონებს(ინგლისური ენა),ხატავენ ნატურიდან ყველაზე ჯანსაღ პროდუქტებს და აწყობენ თავიანთი ნახატების გამოფენას,აფორმებენ მათ მიერ შედგენილ ლექსიკონებს(ხელოვნება)
  10. პროექტის ხელმძღვანელი:ირინა ჩუბინიძე
  11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:irinachubinidze50
  12.  
,

No comments:

Post a Comment